გოგი ფიფია გუნდს შეუერთდა.
როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მიმდინარეობს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ნაწილისთვის მზადების მესამე, დასკვნითი ეტაპი.
გუნდი ემზადება ”არკადიის” თასის გათამაშებაში მონაწილეობისათვის. ზესტაფონელებთან ერთად ტურნირში მონაწილეობას იღებენ რუმინული კლუბები ”პანდურიი” და ”ფარული”, უნგრული ”ჰონვედი” და ”დებრეცენი”, ყაზახური ”შახტიორი”, სლოვაკური ”სლოვანი” და რუსული ”ალანია”. სწორედ ვლადიკავკაზელებთან 1 თებერვალს გასამართი შეხვედრა იქნება ზესტაფონელთა პირველი მატჩი ”არკადიის” თასის გათამაშებაში. მომდევნო მატჩს იმერლები რუმინულ ”პანდურიი”- სთან ჩაატარებენ 3 თებერვალს, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 5 თებერვალს უნგრულ ”დებრეცენ”-თან გაიმართება. ჯგუფში შესაძლო წარმატების შემთხვევაში, ზესტაფონელებს კიდევ ერთი მატჩის გამართვა 8 თებერვალს მოუწევთ - ჯგუფებში მეორე ადგილებზე გასული გუნდები ერთმანეთში მესამე საპრიზო ადგილს გაითამაშებებნ, ხოლო ჯგუფების გამარჯვებულები ტურნირის მთავარი პრიზისათვის ბრძოლაში შეეჭიდებიან ერთმანეთს.
საინტერესო სიახლე გახლავთ ის, რომ გუნდს შეუერთდა გოგი ფიფია, რომელიც უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე დნეპროპეტროვსკის ”დნიპრო”-ში სინჯებზე იმყოფებოდა. დღეიდან კი გოგი თავის თანაგუნდელებთან ერთად ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის მზადებას შეუდგა.
|