”ზესტაფონი” თურქეთში მიემგზავრება ...
2008 წლის 24 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც 25 იანვრიდან 9 თებერვლამდე გაიმართება XIX-ე ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ბატალიებისათვის მზადების მესამე, დასკვნითი ეტაპი.
გუნდი დაბინავდება სასტუმრო ”არკადია”-ში ქალაქ ბელეკში, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ კურორტ ანტალიასაგან 35 კილომეტრის დაშორებითაა განლაგებული.
აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც თურქეთში მიემგზავრებიან:
მეკარეები: გრიგოლ ჭანტურია, როინ კვასხვაძე, ნიკა ჯალაღონია;
მცველები: სევასტი თოდუა, შალვა ღონღაძე, ედიკ საჯაია, როინ ონიანი, გიორგი ხიდეშელი, ზურაბ ბახტურიძე, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ხუმარაშვილი;
ნახევარმცველები: ჟილვან გომეს ვიეირა, ნიკა კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, გიორგი ჭელიძე, პოლ ულრიკ კესანი, ალექსი ბენაშვილი, ლაშა საცერაძე, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი გავაშელაშვილი, ტარიელ სოფრომაძე;
თავდამსხმელები: ზურაბ იონანიძე, ბექა გოცირიძე , ეტიენ პანაიოტის ბიტო’ო, ნიკოლოზ გელაშვილი.
თურქული შეკრებისას დაგეგმილია ბელეკის ”არკადიის” თასის გათამაშებაში მონაწილეობა. ტურნირში, რომელიც 1-8 თებერვალს გაიმართება, მარგველებთან ერთად, რუსეთის, უნგრეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და ყაზახეთის 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ზესტაფონელები ”ა” ჯგუფში იასპარეზებენ ვლადიკავკაზის ”ალანია”-სთან, რუმინულ ”პანდურიი”-სთან და უნგრულ ”დებრეცენ”-თან ერთად.
ფოტოებზე - სასტუმრო ”არკადია” |