2008 წლის 23 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გააფორმა კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელთან - 22-წლის ახალწვეულის სახელია ნიკოლოზ გელაშვილი. ახალგაზრდა ფორვარდი, რომელიც დღემდე თბილისის ”ვიტ-ჯორჯია”-ში ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ახალწვეულის შესახებ:
ნიკოლოზ გელაშვილი- თავდამსხმელი; დაბადებულია- 05/08/1985; სიმაღლე - 185 სმ, წონა - 73 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-თან კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯია” -ში. გუნდის ახალწვეულს, საქართველოს XIX-ე ეროვნულ ჩემპიონატში 7 გოლი აქვს გატანილი.
მიმდინარე სეზონში დამაჯერებელი ასპარეზობით ნიკოლოზ გელაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გერმანელი სპეციალისტის კლაუს ტოპმიოლერის ყურადღებაც დაიმსახურა - “ჯვაროსანთა” დამრიგებელმა ახალგაზრდა თავდამსხმელს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს კიდევ 3 წევრთან (როინ კვასხვაძე, გიორგი ხიდეშელი, ბექა გოცირიძე) ერთად, 6 თებერვალს ლატვიის ნაკრებთან მატჩისთვის, ეროვნულ გუნდში უხმო.