22.01.2008

 

ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანელებთან.

 

2008 წლის 22 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა მორიგი ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ აზერბაიჯანის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარი, ზაქათალას საფეხბურთო კლუბი ”სიმურგი”.

ზესტაფონელებმა შემადგენლობა ამჯერად ასე გამოიყურებოდა : ჭანტურია, თოდუა, საჯაია, ლობჟანიძე, ონიანი, დაუშვილი, კესანი, ჭელიძე, ბიტო’ო, გოცირიძე, იონანიძე (ბახტურიძე, 77).

შეხვედრა თბილისში, სტადიონ ”სინათლე”-ზე გაიმართა. ქართველებს, ავადმყოფობის მიზეზით, რამოდენიმე ფეხბურთელი (შალვა ღონღაძე, ჟილვან გომეს ვიეირა, ნიკა კვასხვაძე და გიორგი ხიდეშელი) აკლდათ, ხოლო პოლ კესანიმ და ეტიენ ბიტო’-ომ ავადმყოფობაახლადმოშუშებულებმა იასპარეზეს. ამის მიუხედავად, მატჩი პირველივე წუთებიდან ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა. უკვე 9-ე წუთისათვის ანგარიში 1-0 გახლდათ მარგველთა სასარგებლოდ - ზურაბ იონანიძემ ისარგებლა ბექა გოცირიძის მშვენიერი გადაცემით და თავისიანები დააწინაურა.

მეორე ტაიმში აზერბაიჯანელმა ფეხბურთელებმა სცადეს მატჩის მიმდინარეობაში გარდატეხის შეტანა, თუმცა ქართველთა კართან რაიმე ღირებულის შექმნა მაინც ვერ მოახერხეს. ზესტაფონელები მშვიდად აკონტროლებდნენ სიტუაციას და საქმე კანონზომიერ ფინალამდეც მიიყვანეს. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს გამარჯვება ანგარიშით 1-0 .

”სიმურგ”-თან შეხვედრით იმერლებმა დაასრულეს სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე ეტაპი. 24 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბელეკში, სადაც გუნდი დაასრულებს საქართველოს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ბატალიებისათვის მზადებას.

22/01/2008- ”ზესტაფონი” - ”სიმურგი” (ზაქათალა,აზერბაიჯანი) 1-0

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005