სტუმრობა ბოლნისში.
2008 წლის 20 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა მორიგი საკონტროლო მატჩი. შეხვედრაში, რომელსაც ბოლნისმა უმასპინძლა, ზემოიმერელთა მეტოქე გახლდათ საქართველოს 2006 წლის ჩემპიონი, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”სიონი”.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : ჭანტურია (რ.კვასხვაძე, 46), თოდუა, ბახტურიძე (გოცირიძე, 46), ლობჟანიძე, ონიანი, დაუშვილი, ხიდეშელი, ნ.კვასხვაძე (ხუმარაშვილი, 70), ვიეირა (ჭელიძე,46), ბენაშვილი, იონანიძე (გორგიაშვილი, 85).
მატჩი ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა - მასპინძლებმა დებიუტშივე (მე-10-ე წუთი) შეძლეს დაწინაურება, თუმცა მანამდე სტუმრებსაც შეეძლოთ ეხეირათ - მესამე წუთზე გოლის გატანის შანსი ზურაბ იონანიძემ ვერ გამოიყენა. გაშვებული გოლის შემდეგ მარგველები დაეუფლნენ გარკვეულ უპირატესობას და მასპინძელთა კართან რამოდენიმეჯერ ხიფათი შეიქმნა, თუმცა ნიკა კვასხვაძემ, ჟილვან გომეს ვიეირამ და ზურაბ იონანიძემ ვერ გამოიყენეს ხელსაყრელი მომენტები. ამის მიუხედავად, ანგარიში პირველივე ტაიმშივე გათანაბრდა - 33-ე წუთზე თავი ზესტაფონელთა უბერებელმა თავდამსხმელმა ზურაბ იონანიძემ გამოიჩინა.
მეორე ტაიმში სტუმრები ისევ ფლობდნენ ტერიტორიას, ხიფათსაც ჰქმნიდნენ, თუმცა პირველი ტაიმის ანგარიში საბოლოოდ აღარ შეცვლილა - 1-1.
|
20/01/2008- ”სიონი” (ბოლნისი)- ”ზესტაფონი” 1-1 |
|
|