სპარინგ-მატჩი ცხინვალის ”სპარტაკ”-თან.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს საქართველოს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადებას. 2008 წლის 18 იანვარს გუნდმა გამართა პირველი საკონტროლო შეხვედრა. მარგველთა მეტოქე გახლდათ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარი, ცხინვალის საფეხბურთო კლუბი ”სპარტაკი”.
ზესტაფონელთა შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა : რ.კვასხვაძე (გაბუნია, 46), ბახტურიძე (გავაშელაშვილი, 72), თოდუა (ხუმარაშვილი, 65), საჯაია (კამლაძე, 77), ონიანი, დაუშვილი (ნ.კვასხვაძე, 46), ხიდეშელი (ბენაშვილი, 46), ჭელიძე (ბიტო’ო, 46), ვიეირა (კესანი, 46), გოცირიძე (იონანიძე,46).
შეხვედრა თბილისში, 35-ე სპორტული სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. სათამაშო მოედნის არასტანდარტული ზომების გამო, გუნდები შეთანხმდნენ 10-კაციანი შემადგენლობებით ეასპარეზათ. მატჩი პირველივე წუთებიდან ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა დაწინაურება ზემოიმერლებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს - ჟილვან გომეს ვიეირას ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს ცხინვალელთა კარის ბადეში ადგილი გიორგი ჭელიძემ მიუჩინა. 44-ე წუთზე კი ბექა გოცირიძემ ბურთი შიდაქართლელთა გოლკიპერს თავზე ოსტატურად გადაუგდო და ანგარიშიც 2-0 გახადა.
მეორე ტაიმიც, პირველის მსგავსად, რანგით მაღლა მყოფი იმერლების კარნახით მიმდინარეობდა, თუმც რამოდენიმე ეპიზოდში მათ ვერ შეძლეს ხელსაყრელი მომენტების რეალიზება. სამაგიეროდ, იმარჯვეს ცხინვალელებმა და 65-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. შედეგად ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 2-1.
|
18/01/2008- ”სპარტაკი” (ცხინვალი)- ”ზესტაფონი” 1-2 |
|
|