ს.კ. ”ზესტაფონ”-მა სეზონის განახლებისათვის მზადება დაბა ბაკურიანში დაიწყო.
2007 წლის 20 დეკემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა დაიწყო საქართველოს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების გადამწყვეტი, მეორე ეტაპისათვის მზადება.
საგაზაფხულო ბატალიებისათვის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის საუკეთესოდ მომზადებისათვის გუნდის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს სამი მოსამზადებელი ეტაპის ჩატარება. მომზადების პირველი ეტაპი, რომელიც გასტანს მიმდინარე წლის 30 დეკემბრამდე, მიზნად ისახავს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმებას და მათ ფუნქციონალურ კონდიციებზე მუშაობას.
მომზადების მეორე ეტაპის გამართვა დაგეგმილია იანვრის პირველ ნახევარში დაბა ბაკურიანსა და ქალაქ თბილისში, ხოლო ამის შემდეგ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი” მომზადების მესამე ეტაპის გასავლელად გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკის საკურორტო ქალაქ ანტალიაში .