14.12.2007

 

ჭაბუკთა ლიგის გათამაშების პირველი ეტაპის შედეგები .

 

დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგის პირველი ეტაპი. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს 1990, 1991 და 1992 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდები განაგრძობენ წარმატებულ ასპარეზობას ჭაბუკთა ლიგის დასავლეთის ზონის შესაბამის ასაკობრივ ტურნირებში.

შეგახსენებთ, რომ ჭაბუკთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მონაწილე გუნდები დაყოფილნი არიან სამ გეოგრაფიულ ზონად. ზესტაფონელი ახალგაზრდები (სამივე ასაკობრივ კატეგორიაში) ბათუმელ, ბორჯომელ, ქუთაისელ, ცხინვალელ, ზუგდიდელ, გორელ და ახალციხელ თანატოლებთან ერთად ასპარეზობენ ჭაბუკთა ლიგის დასავლეთის ზონაში. გაზაფხულზე გასამართ ფინალურ ეტაპზე კი სამივე ზონალური ტურნირის საუკეთესო გუნდები იასპარეზებენ.

ზესტაფონელთა 1990 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდმა (მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) საკმაოდ ძლიერად ჩაატარა ჭაბუკთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი ეტაპი - 14 გამართული მატჩიდან იმერლებმა 12 იზეიმეს გამარჯვება და დამარცხდნენ მხოლოდ ორ შეხვედრაში . შთამბეჭდავად გამოიყურება 17-წლამდელთა გუნდის ბურთების სხვაობაც - მეტოქეთა კარი მათ 31-ჯერ დალაშქრეს, საკუთარ კარში კი 11 ბურთი მიიღეს.

უფროსი მეგობრების მარჯვე სტარტს არც 1991 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი (მწვრთნელი - ზურაბ ბოჭორიშვილი ) ჩამორჩება. 16-წლამდელებმა სასტარტო 14 შეხვედრაში გაიმარჯვეს რვაში, ხუთი ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დამარცხდნენ, ბურთები 26-13. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ზესტაფონელი 1991-იანები მეორე ადგილზე იმყოფებიან.

რაც შეეხება 1992 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდს (მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი), მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს სადებიუტო სეზონია ასეთ სერიოზულ დონეზე, ისინი 20 ქულით ( 5 გამარჯვება, 5 ფრე, 4 წაგება, ბურთები 28-17) საპატიო მეოთხე ადგილზე არიან დამკვიდრებულნი და კვლავაც განაგრძობენ ბრძოლას ჭაბუკთა ლიგის გათამაშების ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.

იხილეთ ინფორმაცია ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე ს.კ. ”ზესტაფონი”-ს გუნდების შესახებ

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005