”ზესტაფონი” სოფელ სვირს ესტუმრა.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს გუნდის გულშემატკივრებთან შეხვედრათა აქციას, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთისა და სპორტის პოპულარიზაციას, გუნდისა და გულშემატკივრის უფრო დაახლოვებას. სწორედ ამ აქციის შემადგენელი ნაწილი გახლდათ კლუბის წარმომადგენელთა სტუმრობა სოფელ პირველ სვირში.
სოფელ სვირის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის შემდეგი ფეხბურთელები: გოგა ფიფია , შალვა ღონღაძე, ზურაბ იონანიძე, გიორგი ჭელიძე, გიორგი ხიდეშელი, ეტიენ ბიტო’ო, პოლ კესანი, გრიგოლ ჭანტურია, კახა ჩხეტიანი . ამათ გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე, კლუბის პრეს-სამსახურისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელები .
ფეხბურთელებთან შეხვედრას, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ესწრებოდნენ სკოლის
პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლები, სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და რიგითი გულშემატკივრები.
შეხვედრამ სოფელ სვირში, ისევე, როგორც აქამდე გამართულმა ასეთი ხასიათის ყველა ღონისძიებამ , ძალიან თბილ ატმოსფეროში ჩაიარა - ფეხბურთელებმა სკოლასა და მოსწავლეეებს საჩუქრები და სუვენირები გადასცეს. შეხვედრის დასასრულს კი ნორჩმა გულშემატკივრებმა საყვარელ ფეხბურთელებს ავტოგრაფები ჩამოართვეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათებიც გადაიღეს.
|