20.11.2007

 

სტუმრობა ზესტაფონის № 7 საჯარო სკოლაში .

 

2007 წლის 20 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელთა ჯგუფი ესტუმრა ქალაქ ზესტაფონის № 7 საჯარო სკოლას, სადაც გაიმართა შეხვედრა გუნდის გულშემატკივრებთან...

№ 7 საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის შემდეგი ფეხბურთელები: გოგა ფიფია , შალვა ღონღაძე, ჟონატას ტორესი, გიორგი ჭელიძე, ჟილვან ვიეირა, ეტიენ ბიტო’ო, პოლ კესანი, კლუბის პრეს-სამსახურის წარმომადგენლები სერგო ფუტკარაძე, თემურ კვინიკაძე და ოთარ მაღლაკელიძე, გარდა ამისა ”ზესტაფონი”-ს გულშემატკივართა კლუბის თანათავმჯდომარე ლაშა კიკნაველიძე .

ფეხბურთელებთან შეხვედრას, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლები და რიგითი გულშემატკივრები.

შეხვედრამ, როგორც ასეთი ხასიათის ღონისძიებებს შეეფერება, ძალიან თბილ ატმოსფეროში ჩაიარა - იყო ბევრი შეკითხვა, სურვილების გამოთქმა, სკოლისათვის და მოსწავლეთათვის საჩუქრებისა და სუვენირების გადაცემა. ბოლოს კი ნორჩმა გულშემატკივრებმა საყვარელ ფეხბურთელებს ავტოგრაფები ჩამოართვეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათებიც გადაიღეს.

უნდა ითქვას, რომ № 7 საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრა არის ნაწილი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მიერ წარმოებული კომპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთისა და სპორტის პოპულარიზაციას, გუნდისა და გულშემატკივრის უფრო დაახლოვებას. ასეთი ღონისძიებების გამართვა მომავალშიც იგეგმება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005