ამხანაგური მატჩი ”ნორჩ დინამოელ”-თან.
2007 წლის 15 ნოემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა ამხანაგური მატჩი პირველი ლიგის ბინადარ, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ნორჩ დინამოელ”-თან. მატჩი რანგით მაღლა მყოფი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.
ს.კ. ”ზესტაფონ” -მა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ჭანტურია (ჯალაღონია), ქორიძე (გელაჭეიშვილი), საჯაია, ხუმარაშვილი, თოდუა (სურმავა), ჯიშკარიანი (გავაშელაშვილი), გორგიაშვილი (ახალბედაშვილი), ჭელიძე (მაისურაძე), ჩაჩიბაია, ფიფია, სოფრომაძე.
ანგარიში მატჩის დებიუტშივე (მე-16-ე წუთი) ზესტაფონელთა თავდამსხმელმა ლაშა ჩაჩიბაიამ გახსნა. შეხვედრა ამის შემდეგაც იმერელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში უფრო შტამბეჭდავი მხოლოდ თამაშის მიწურულს გახდა - 83-ე წუთზე მეორე გოლი ნორჩ დინამოელთა კარში გიორგი ჭელიძემ (ჭელომ) გაიტანა. შედეგად, ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.
|