2007 წლის 1 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” თელავში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”კახეთ”-ს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-0 .
შეხვედრა ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, სტუმრები ხშირად ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს მასპინძელთა კართან, თუმცა დაწინაურება მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს - გოლი ზურაბ იონანიძის ოსტატური გადაცემის შემდეგ ბექა გოცირიძის გაიტანა.
მატჩის მეორე ნახევარიც ზესტაფონელთა შეტევების აკომპანემენტით მიმდინარეობდა - კარის აღების არაერთი შესაძლებლობის მიუხედავად, სტუმრებმა მასპინძელთა კარის აღება მხოლოდ ერთჯერ შეძლეს, გოლი გოგა ფიფიას ანგარიშზეა. სტუმართა დამსახურებული გამარჯვება - 2-0.