28.10.2007

 

გამარჯვება დებიუტანტთან მატჩში.

 

2007 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს”-ს და დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 2-0.

შეხვედრა, რომელსაც, სხვა სტუმრებთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი დიმიტრი სანაკოევიც დაესწრო, მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმის 22-ე წუთზე გიორგი ჭელიძის გადაცემის შემდეგ ანგარიშის გახსნა გიორგი ”პაჭელო” ჭელიძემ მოახერხა. ხოლო ერთ წუთში გოგი ფიფიას პასით ცხინვალელთა კარის პირისპირ როინ ონიანი დარჩა და ანგარიში 2-0 გახადა. გუნდების არაერთი მცდელობის მიუხედავად, არც პირველი ტაიმის დარჩენილ წუთებში და არც მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მარგველებმა ეროვნულ ჩემპიონატებში წაუგებელი სერია 32 მატჩამდე გაზარდეს და დაიბრუნეს ერთი დღით დაკარგული ლიდერის სტატუსი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

28/10/2007- ”ზესტაფონი”- “სპრტაკი” (ცხინვალი) 2-0

დაწვრილებით:

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005