23.10.2007

 

ინტერვიუ ზურაბ იონანიძესთან.

ისევ ის იონა.

 

36 წლის ზურაბ იონანიძე არ ჩერდება, ისევ გოლების წყურვილი კლავს და შორს არ წავალთ, მარტო ამ სეზონში რამდენი გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. აი, გუშინწინაც შეცვლაზე შევიდა ”მერან”-თან მატჩში და მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე 1-0 მოაგებინა ”ზესტაფონ”-ს, რითაც ფეროელები გაალიდერა. ასაკი მატყუარაა, იონა ისევ ფორმაშია. არადა, სეზონის წინ, ჯერ მის გაყიდვაზე იყო ლაპარაკი, მერე განათხოვრებაზე, მაგრამ ბომბარდირი ფეროელებში დარჩა და თავის საყვარელ საქმეს აგრძელებს ...

- გრიგოლ ჭანტურიამ კარგად ჩააწოდა და შალვა ღონღაძემ გადმომაწოდა თავურით, დანარჩენი კი შესრულებაზე და იღბალზე იყო მადლობა უფალს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე.

 

- მთლიანად მატჩზე რას იტყვი ?

 

- უნდა ითქვას, რომ ”მერან”-მა დიდი წიააღმდეგობა გაგვიწია. ძალიან მონდომებულები იყვნენ და თუ ასე იბრძოლებენ დარჩენილ მატჩებში, აუტსაიდერები აღარ იქნებიან. ისეთ თამაშში ძნელია გატანა, როცა მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში დგას.

 

- ”ზესტაფონი”-ს და ”დინამო”-ს ლიდერობა გამოიკვეთა და როგორ ფიქრობ, კიდევ რომელიმე გუნდს შეუძლია კონკურენცია გაგიწიოთ ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ?

- წინ კიდევ ბლომად თამაშებია და ამიტომ არავის ჩამოწერა არ შეიძლება. ”დინამო”-ს გარდა, ვთვლი, რომ ”ვიტ-ჯორჯია”, ”ამერი”, ”ოლიმპი” ბოლომდე იბრძოლებენ, მაგარამ ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ჩემპიონებიც უნდა გავხდეთ და თასიც ავიღოთ.

- ტრადიციულად, 2-ნომრიანი მაისურით თამაშობდი ხოლმე, ”მერან”-თან კი 19-ნომრიანი გეცვა, რატომ ?

- რატომღაც ასე მომინდა. 19 ნომერი ჩავიცვი და ისიც იღბლიანი გამოდგა .

- ჩვენი ჩემპიონატების მთავარმეგოლე ხარ და როგორ ფიქრობ, ”ზესტაფონი”-ს ძირითად შემადგენლობაში არ იმსახურებ ადგილს ?

- ეგ მწვრთნელის გადასაწყვეტია. ისე, ჩემი შეცვლაზე შეყვანა ამართლებს, გოლები გამაქვს და საპრეტენზიო არაფერი მაქვს.

- ჩვენს ჩემპიონატში პერსპექტიულ თავდამსხმელებს თუ ხედავ ?

- ”ზესტაფონ”-ში ასეთები გიორგი ჭელიძე და გოგი ფიფია არიან, ამერელი დიმიტრი ტატანაშვილიც კარგი თავდამსხმელია.

 

გაზეთი ”სარბიელი”
   
FC ZESTAFONI © 2005