შეხვედრა ზესტაფონელ გულშემატკივრებთან .
2007 წლის 19 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელთა ჯგუფი ესტუმრა ქალაქ ზესტაფონის № 5 საჯარო სკოლას, სადაც გაიმართა შეხვედრა გუნდის გულშემატკივრებთან...
საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის შემდეგი წარმომადგენლები: გრიგოლ ჭანტურია, ზურაბ იონანიძე, კახაბერ ჩხეტიანი, გიორგი ჭელიძე (”პაჭელო”), ედიკ საჯაია, პოლ კესანი, კლუბის პრეს-ატაშე სერგო ფუტკარაძე და ”ზესტაფონი”-ს გულშემატკივართა კლუბის სახე ნიკა ქავთარაძე.
ფეხბურთელებთან შეხვედრას, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ესწრებოდნენ სკოლის
პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლები, ბავშვთა მშობლები და რიგითი გულშემატკივრები.
შეხვედრამ ძალიან თბილ ატმოსფეროში ჩაიარა - იყო ბევრი შეკითხვა, სურვილების გამოთქმა, სკოლისათვის და მოსწავლეთათვის საჩუქრებისა და სუვენირების გადაცემა. ბოლოს კი ნორჩმა გულშემატკივრებმა საყვარელ ფეხბურთელებს ავტოგრაფებიც ჩამოართვეს.
უნდა ითქვას, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ასეთი შეხვედრების, რომლებიც მიზნად ისახავენ ფეხბურთისა და სპორტის პოპულარიზაციას, გუნდისა და გულშემატკივრის უფრო დაახლოებას, სისტემატიურად გამართვას მომავალშიც გეგმავს.
|