2007 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა შინ უმასპინძლა ზუგდიდს საფეხბურთო კლუბ ”მგლებ”-ს და დაამარცხა იგი დიდი ანგარიშით 6-3 .
მარგველები ამის შემდეგაც ფლობდნენ თამაშის სადავეებს და არაერთგზის შეეძლოთ ანგარიში დიდამდე გაეზარდათ, თუმცა პირველი ნახევრის ფინალი მოულოდნელი გამოდგა - ლევან კუტალიას 27 მეტრიდან უძლიერესად დარტყმული ბურთი ზესტაფონელთა გოლკიპერისათვის აუღებელი აღმოჩნდა.
მატჩის მეორე ნახევარი კი კიდევ ერთი ”სიურპრიზით” დაიწყო - 55-ე წუთზე მცირე რიკოშეტის შედეგად პაატა ბაკარანძეგრიგოლ ჭანტურიასთან პირისპირ აღმოჩნდა და ანგარიში გაათანაბრა -2-2. ამის შემდეგ კი ზესტაფონელებმა ნამდვილი საგოლე ”კარუსელი” დაატრიალეს ზუგდიდელთა კართან - ნიკა კვასხვაძემ, ბექა გოცირიძემ, გოგა ფიფიამ და გამოჯანმრთელებულმა გიორგი ჭელიძემ (”ჭელომ”) ზედიზედ ოთხჯერ დალაშქრეს მანუჩარ ივარდავას კარი. ერთადერთი, რაც მატჩის მიწურულს სტუმრებმა შეძლეს, ეს დავით ქირიას კიდევ ერთი გოლი გახლდათ. შედეგად, ზესტაფონელთა გამარჯვება ფეხბურთისათვის უჩვეულო ანგარიშით 6-3.