2007 წლის 14 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გორში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”დილა”-ს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1.
შეხვედრა პირველიდან უკანასკნელ წუთამდე წარიმართა სტუმართა, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელთა უპირატესობით. მარგველთა გამარჯვება კი განაპირობა გიორგი ჭელიძის მიერ მატჩის მე-15-ე და 75-ე წუთებზე გატანილმა ორმა ულამაზესმა გოლმა. გორელების ანგარიშზე კი სადაღაშვილის მიერ 83-ე წუთზე შესრულებული ”პრესტიჟის” გოლია - შედეგად, სტუმართა კანონზომიერი გამარჯვება.
საინტერესოა ის გარემოება, რომ გორელებთან გამარჯვება გახლავთ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში ზესტაფონელთა დაუმარცხებელი სერიის 27-ე შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ზესტაფონელთა დამარცხება შეძლეს ”ვიტ-ჯორჯია”-ს ფეხბურთელებმა 2006 წლის 27 აგვისტოს გამართულ საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში.