გაბონელი ახალწვეული საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ში.
ეტიენ ბიტო’ო (ფოტო საიტიდან www.fcameri.ge)
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გააფორმა კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელთან - 27-წლის ახალწვეულის სახელია ეტიენ პანაიოტის ბიტო’ო. გაბონის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის მანძილზე დაიცავს.
ორიოდე სიტყვით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ლეგიონერის შესახებ:
ეტიენ პანაიოტის ბიტო’ო - თავდამსხმელი; დაბ: 05/01/1980; სიმაღლე - 170 სმ, წონა - 72 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-თან კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: "უ.ს.მ.” (ლიბრევილი, გაბონი)- 1995-1998; ”FC 105” (ლიბრევილი, გაბონი)-1998-2001; "ჟილ ვისენტე” (პორტუგალია) - 2002-2004; ”ვიტს იუნივერსიტი” (სამხ. აფრიკა) -2004-2005; ”FC 105” (ლიბრევილი, გაბონი)-2005-2007.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ეტიენ პანაიოტის ბიტო’ო უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაბონის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.