2007 წლის 31 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის პირველი მატჩი. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა უმასპინძლა ეროვნული თასის სამგზის მფლობელ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივ”-ს .
შეხვედრის პირველი ნახევარი, წინა მატჩის მსგავსად, მძიმე, პოზიციურ ბრძოლაში გაილია. ზესტაფონელი ფეხბურთელები ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა მათ უჭირდათ სტუმართა კართან სახიფათო მომენტების შექმნა. ამის მიუხედავად, მასპინძლებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ გოგი ფიფიამ ვერ გამოიყენა გიორგი ჭელიძის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა.