25.08.2007

 

იონანიძის სამქულიანი დუბლი.

 

2007 წლის 25 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა უმასპინძლა უმაღლესი ლიგის დებიუტანტ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”მგლებ”-ს .

შეხვედრის პირველი ნახევარი მძიმე, პოზიციურ ბრძოლაში გაილია. ზესტაფონელი ფეხბურთელები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, თუმცა მათ უჭირდათ სტუმართა კართან სახიფათო მომენტების შექმნა. ზუგდიდელები კი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე მთელი გუნდით ზრუნავდნენ და მეტოქის კონტრშეტევაზე ”დასაჭერად” იყვნენ ორიენტირებულნი.

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძელთა იერიშები უფრო მწვავე და სტუმართათვის ხიფათისშემცველი გახდა, შეხვედრის ბოლო წუთებში ზესტაფონელები ოთხი ნომინალური ფორვარდით უტევდნენ ზუგდიდელთა კარს. მხსნელად კი მარგველებს უბერებელი ფორვარდი ზურაბ იონანიძე მოევლინა, რომელმაც 88-ე წუთზე ლამაზი თავურით დააწინაურა საკუთარი გუნდი, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

25/08/2007- "ზესტაფონი"- “მგლები” (ზუგდიდი ) 2-0

დაწვრილებით:

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005