2007 წლის 18 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა იასპარეზა სტუმრად ახალციხეში, უმაღლესი ლიგის დებიუტანტ, ს.კ. ”მესხეთი”-ს წინააღმდეგ.
შეხვედრა პირველიდან უკანასკნელ წუთამდე წარიმართა სტუმართა, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელთა უპირატესობით. მარგველთა გამარჯვება კი განაპირობა მატჩის პირველ ნახევარში გატანილმა ორმა გოლმა- მე-17-ე წუთზე ნიკა კვასხვაძის გადაცემის შემდეგ ანგარიში ”ზესტაფონი”-ს ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟილვან ვიეირამ გახსნა, ხოლო მე-40-ე წუთზეგოგი ფიფიამსტუმართა უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახადა.