2007 წლის 10 აგვისტოს სტარტი აიღო საქართველოს მეცხრამეტე ეროვნულმა პირველობამ ფეხბურთში. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა ახალი სეზონის პირველი შეხვედრა გამართა შინ საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯია”-ს წინააღმდეგ.
შეხვედრა მასპინძელთათვის მძიმედ დაიწყო - უკვე მე-14-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ვეტერინართა სწრაფი კონტრშეტევა ზაზა სახოკიამ დააგვირგვინა. ზესტაფონელები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ სტუმართა კარის დალაშქვრას, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეძლეს - სტუმართა კარის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო დარტყმა გოლად ბრაზილიელმაჟილვან გომეს ვიეირამ აქცია - საბრძოლო ფრე 1-1.