”ზესტაფონი” - ”ანტალიასპორი” .
2007 წლის 2 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა თურქული შეკრების უკანასკნელი, მესამე ამხანაგური შეხვედრა. შეკრების დასკვნით მატჩში მარგველთა მეტოქე გახლდათ საფეხბურთო კლუბი ”ანტალიასპორი”.
ზესტაფონელთა შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა : ჭანტურია , თოდუა (ქორიძე, 46), ღონღაძე, საჯაია , ვიეირა (დაუშვილი,46), კ.ჩხეტიანი (ხიდეშელი, 46), ონიანი , კესანი , ნ. კვასხვაძე (ბენაშვილი, 46), გ.ჩხეტიანი (იონანიძე,46), ფიფია (ჯიშკარიანი,46).
შეხვედრა ”ანტალიასპორ”-თან გახლდათ ახალი სეზონისათვის მომზადების თურქული ეტაპის დასკვნითი ”აკორდი”. მატჩი ზესტაფონელთა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა, მე-17-ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა ქართველების დაწინაურებაც მოახერხა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც თემურ მახარაძემ ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 6 მოთამაშე გამოცვალა, მასპინძლებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. უნდა ითქვას, რომ მათ ამ საქმეში მნიშვნელოვანი დახმარება მატჩის თურქმა არბიტრებმაც გაუწიეს - 1-1.
|
02/08/2007- "ზესტაფონი"- “ანტალიასპორი” (თურქეთი ) 1-1 |
|
4 აგვისტოს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სამშობლოში ბრუნდება. |