”ზესტაფონი” თურქეთში გაემგზავრა ...
2007 წლის 21 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც 21 ივლისიდან 4 აგვისტომდე გაიმართება ახალი სეზონისათვის მზადების მეორე, დასკვნითი ეტაპი.
გუნდი დასახლდა სასტუმრო ”პატალია”-ში, რომელიც სულ რაღაც 80 კილომეტრითაა დაშორებული ქვეყნის დედაქალაქ ანკარას და მდებარეობს მთიან ზონაში ზღვის დონიდან 1 250 მეტრის სიმაღლეზე.
აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც თურქეთში გაემგზავრნენ:
მეკარეები: გრიგოლ ჭანტურია, როინ კვასხვაძე;
მცველები: კახაბერ ჩხეტიანი, სევასტი თოდუა, შალვა ღონღაძე, ედიკ საჯაია, როინ ონიანი, გიორგი ხიდეშელი, ედსონ სანტოსი, ვაჟა ქორიძე;
ნახევარმცველები: ჟილვან ვიეირა, ნიკოლოზ კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, ჟონატას ტორესი, პოლ კესანი, ალექსი ბენაშვილი, შოთა ჯიშკარიანი;
თავდამსხმელები: გოგი ფიფია, გაგა ჩხეტიანი, ზურაბ იონანიძე.
თურქული შეკრებისას დაგეგმილია რამოდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვა.
ფოტოზე - სასტუმრო ”პატალია”-ს სავარჯიშო კომპლექსი
|