18.07.2007

 

კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა ზუგდიდის ”მგლებ”-თან .

 

18 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა ახალი სეზონისათვის მზადების პირველი ეტაპის დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა. ისევე, როგორც 3 დღის წინ, მარგველთა მეტოქე გახლდათ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი ”მგლები”.

ამ შეხვედრაში ზესტაფონელებმა იასპარეზეს ექსპერიმენტალური შემადგენლობით : რ.კვასხვაძე, კ.ჩხეტიანი, საჯაია, ქორიძე, ბენაშვილი, ჯიშკარიანი, რ.ონიანი, გ.ჩხეტიანი, ფიფია, კაციტაძე, კოტრიკაძე (ჯანელიძე, 46).

პირველი ტაიმი ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0-0. მეორე ტაიმის დასაწყისში კი უმაღლესი ლიგის დებიუტანტებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. ამას ზესტაფონელთა გააქტიურება მოჰყვა და მათ სულ რაღაც 7-წუთიან მონაკვეთში მატჩის ბედი სათავისოდ შემოატრიალეს - 67-ე წუთზე ზუგდიდელთა კართან კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ როინ ონიანმა ანგარიში საყაიმო გახადა, ხოლო 74-ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა ზემოიმერლები დააწინაურა. შეხვედრას საბოლოო წერთილი კი 83-ე წუთზე დაესვა - შეცვლაზე შემოსულმა დავით ჯანელიძემ ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა - 3-1.

21 ივლისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც გაიმართება ახალი სეზონისათვის მზადების მეორე, დასკვნითი ეტაპი.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005