16.07.2007

სპარინგ-მატჩი უმაღლესი ლიგის დებიუტანტთან.

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს საქართველოს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატისათვის მზადებას. 2007 წლის 15 ივლისს გუნდმა გამართა მორიგი საკონტროლო მატჩი. ამჯერად მარგველთა მეტოქე გახლდათ უმაღლესი ლიგის დებიუტანტი, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი ”მგლები”.

ზესტაფონელთა შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა : ჭანტურია, საჯაია (ქორიძე, 57), სანტოსი, თოდუა (ღონღაძე,46), კ.ჩხეტიანი (ხიდეშელი, 56), ბენაშვილი (დაუშვილი,56), ნ.კვასხვაძე (კოტრიკაძე, 60), ჟონატასი (კაციტაძე, 64), რ.ონიანი, ვიეირა (ჯიშკარიანი,71), გ.ჩხეტიანი (იონანიძე,46).

შეხვედრა, რომელშიც იმერლებს ავადმყოფობის გამო გოგი ფიფია და პოლ კესანი გამოაკლდნენ, ზესტაფონელთა უპირატესობით დაიწყო - განსაკუთრებით თვალშისაცემი უფრო გამოცდილ მარგველთა უპირატესობა პირველი ტაიმის პირველსა და უკანასკნელ მესამედში იყო, ტაიმის შუა ნაწილში კი უმაღლესი ლიგის დებიუტანტებმა თამაშის გათანაბრება შესძლეს. შეხვედრის მეორე ნახევარიც იმერელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ჟონატას ტორესმა, გაგა ჩხეტიანმა, ნიკო კვასხვაძემ და გუნდში გასინჯვაზე მყოფმა კოტრიკაძემ ვერ მოახერხეს ხელსაყრელი სიტუაციების სათანადოდ გამოყენება. მატჩის მიწურულს საგოლე შესაძლებლობა ზუგდიდელ ფეხბურთელებსაც მიეცათ, თუმცა, საბოლოოდ მატჩი უგოლოდ - 0-0 დასრულდა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005