მიმდინარე წლის 9 ივლისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველმა გუნდმა დაიწყო საქართველოს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ”ყაზბეგი”-ს თასის XVIII-ე გათამაშებისათვის მზადება.
მომზადების პირველი ეტაპი, რომელიც გასტანს 19 ივლისამდე გაიმართება დაბა ურეკში, სადაც ფეხბურთელები გაივლიან მზადების პირველი ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებულ თეორიულ და ფუნქციონალურ მომზადებას.
22 ივლისს კი, მომზადების დასკვნითი, მეორე ეტაპის გასავლელად, გუნდი ორი კვირით მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ კი ქვეყნის დედაქალაქ ანკარასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სამთო კურორტზე. თურქული შეკრებისას დაგეგმილია რამოდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვა.
ამასთან, მოგახსენებთ, რომ ”ზესტაფონი-2”-ს ფეხბურთელები 11 ივლისიდან შეუდგებიან მზადებას ქალაქ ზესტაფონში.