08.07.2007

 

გამარჯვებით დასრულებული სეზონი .

 

ნორჩი ზესტაფონელი ფეხბურთელები გივი ნოდიას სახელობის თასით ხელში

მიმდინარე წლის 6 ივლისს ქალაქ ზესტაფონში გაიმართა გივი ნოდიას სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ზესტაფონისა და საფეხბურთო კლუბ ”ამერი”-ს წარმომადგენელები დაუპირისპირდნენ.

როგორც მოგეხსენებათ, გივი ნოდიას სახელობის თასის წლევანდელ გათამაშებაში ჩართულები იყვნენ 1994 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდები მთელი საქართველოდან. შესარჩევი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ ზესტაფონის ნაკრები (მწვრთნელები - მამუკა ფუტკარაძე და გურამ მაზმიშვილი), რომელშიც სხვადასხვა საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებულნი, მეოთხედფინალურ სტადიაზე თბილისის ”მერანი”-ს სკოლის აღსაზრდელებს დაუპირისპირდა და ორი შეხვედრის ჯამში დაამარცხა ისინი (2-0; 2-3 ). ნახევარფინალში კი ნორჩ ზესტაფონელ ფეხბურთელებს ბაღდათელი თანატოლები ელოდნენ - კვლავ წარმატებული ორმატჩიანი დუელი (2-0; 0-1) და ზესტაფონელები ფინალში გავიდნენ. ფინალური შეხვედრა ქუთაისში უნდა გამართულიყო, თუმცა, იმის გამო, რომ ქუთაისის ცენტრალურ არენაზე შეხვედრის გამართვა არ მოხერხდა, ფინალს ზესტაფონის ხელოვნურსაფარიანმა სტადიონმა უმასპინძლა. მატჩი ზემოიმერელთა საგრძნობი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა - ერტადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი მამუკა ფოცხვერაშვილის ანგარიშზეა.

ზესტაფონის ნაკრები - გივი ნოდიას სახელობის თასის მფლობელია !!!

 

გუნდის შემადგენლობა:

მეკარეები: ბაქარ ფუტკარაძე, ზურაბ კვანტრიშვილი;

მცველები: ონისე ოდიკაძე, დავით წითელაშვილი (გუნდის კაპიტანი), დავით ფერაძე, მამუკა ფოცხვერაშვილი, ნოდარ ვეფხვაძე, ვაჟა ოსაძე;

ნახევარმცველები: ბექა ცხადაძე, თემურ ლეთოდიანი, ნიკა ხარაიშვილი, შოთა ცინცაძე, ბექა ლაბაძე;

თავდამსხმელები: ნოდარ გაჩეჩილაზე, ბაჩო ბერაძე, გოჩა სულაქველიძე, გიორგი კიკნაველიძე, გიორგი გაბრიჭიძე, დათო ზირაქაძე, გიორგი მუმლაძე .

მწვრთნელები - მამუკა ფუტკარაძე და გურამ მაზმიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005