”ზესტაფონი” ყაზახეთში მიემგზავრება ...
მიმდინარე წლის 22 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩარტერული რეისით მიემგზავრება ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტანაიში, სადაც შაბათს, 17:30 საათზე, გამართავს ინტერტოტოს თასის 2007 წლის გათამაშების პირველი რაუნდის პირველ მატჩს ადგილობრივ კლუბ ”ტობოლ”-თან.
აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც კოსტანაიში მიემგზავრებიან -
მეკარეები: გრიგოლ ჭანტურია, როინ კვასხვაძე;
მცველები: კახაბერ ჩხეტიანი, სევასტი თოდუა, შალვა ღონღაძე, ედიკ საჯაია, როინ ონიანი, გიორგი ხიდეშელი, ედსონ სანტოსი;
ნახევარმცველები: ჟილვან ვიეირა, ნიკოლოზ კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, ამირან სანაია, ირაკლი ძარია, ჟონატას ტორესი, პოლ კესანი;
თავდამსხმელები: გოგი ფიფია, გიორგი ჭელიძე, გაგა ჩხეტიანი, ბექა გოცირიძე.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ გუნდთან ერთად ყაზახეთში წამყვანი ქართული გაზეთების - ”ლელო”-ს, ”სარბიელი”-ს, ”ოლიმპი”-სა და ”რეზონანსი”-ს სპეციალური კორესპონდენტებიც მიემგზავრებიან.
|