11.06.2007

 

”ზესტაფონი” მზადებას განაგრძობს ...

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 5 ივნისიდან საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” იმყოფება დაბა ბაკურიანში, სადაც გუნდი გადის მზადებას ინტერტოტოს თასის გათამაშებაში კლუბის სადებიუტო მატჩებისათვის, რომლებიც 23 და 30 ივნისს გაიმართება.

აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც შეკრებაზე იმყოფებიან -

მეკარეები: გრიგოლ ჭანტურია, როინ კვასხვაძე;

მცველები: კახაბერ ჩხეტიანი, სევასტი თოდუა, შალვა ღონღაძე, ედიკ საჯაია, როინ ონიანი, გიორგი ხიდეშელი, ედსონ სანტოსი;

ნახევარმცველები: ჟილვან ვიეირა, ნიკოლოზ კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, ამირან სანაია, ირაკლი ძარია, ალექსი ბენაშვილი, ჟონატას ტორესი;

თავდამსხმელები: გოგი ფიფია, გიორგი ჭელიძე, ბექა გოცირიძე, დავით ჯანელიძე, გაგა ჩხეტიანი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აფრიკის თასის საკვალიფიკაციო მატჩებისათვის გაბონის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული პოლ კესანი გუნდს 18 ივნისს შეუერთდება.

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005