2007 წლის 5 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი გაემგზავრა საკურორტო დაბა ბაკურიანში, სადაც გუნდი გაივლის საწვრთნელ შეკრებას, რომელიც დაგეგმილია ინტერტოტოს თასის გათამაშებაში კლუბის დებიუტისათვის მზადების ფაგლებში.
გუნდი ბაკურიანში სრული შემადგენლობით არ გამგზავრებულა - საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ეროვნულ თუ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში არიან გამოძახებულნი , გუნდს უახლოეს დღეებში შეურთდებიან .
ინტერტოტოს თასის გათამაშების პირველი რაუნდის პირველ მატჩს ყაზახურ ”ტობოლ”-თან ზესტაფონელები გამართავენ ქალაქ კოსტანაის ცენტრალურ სტადიონზე 23 ივნისს. მატჩის დასაწყისი - 16: 00 საატზე (თბილისის დროით). საპასუხო მატჩი კი 30 ივნისს გაიმართება.