2007 წლის 26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების ფინალური მატჩი. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გადამწყვეტ მატჩში დაუპირისპირდა თასის მფლობელ ”ამერ”-ს და დამარცხდა მასთან ანგარიშით 1-0.
მატჩი ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა - გიორგი ჭელიძეს, ზურაბ იონანიძეს, ჟილვან ვიეირას, პოლ კესანის, ჯონატას ტორესს ჰქონდათ აშკარა საგოლე მომენტები, თუმცა ზესტაფონელებმა თავის მომენტების რეალიზება ვერ შეძლეს. ”ამერი”-ს ფეხბურთელებმა, რომელთაც შეხვედრის პირველ ნახევარში არც ერთხელ არ შეუწუხებიათ არც მეკარე ჭანტურია და არც იმერელთა დაცვის ხაზი, ერთადერთი კარის ჩარჩოში დარტყმა განახორციელის 61-ე წუთზე და ეს დიმიტრი ტატანაშვილის დარტყმა საგოლე აღმოჩნდა - ”ამერი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის ორგზის მფლობელია!
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” კი 2007-2008 წლების ინტერტოტოს თასის გათამაშებაში თავის საევროპო დებიუტისათვის მოემზადება