2007 წლის 20 მაისს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი, 26-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბორჯომში ესტუმრა ადგილობრივ ”ბორჯომ”-ს. მატჩი დასრულდა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1.
მატჩი სტუმრების, ზესტაფონელი ფეხბურთელების საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 2-1 დასრულდა - იმერელთაგან დუბლით გაგა ჩხეტიანი (ფოტოზე) გამოირჩა 58-ე და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთებზე .
მესამე ადგილი და მასთან ერთად ბრინჯაოს მედლები თბილისი ”ამერ”-მა დაისაკუთრა. გლდანელებმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ გააჩნდათ გარკვეული საკადრო პრობლემები რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელის შესაძლო დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მშვენივრად შეირგეს ეროვნული თასის ფინალთან დაკავშირებით გამოცხადებული ”ამნისტია” და დიდი ანგარიშით 3-0 შინ დაამარცხეს ვეტერინარები. ვერცხლის მედლებს თბილისის დინამოელები დაესაკუთრნენ. ქვეყნის ჩემპიონის ტიტული კი პირველად ქალაქ რუსთავის საფეხბურთო ისტორიაში ამ ქალაქის გუნდმა, ”ოლიმპ”-მა მოიპოვა...
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ულოცავს საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპ”-სა და მის გულშემატკივრებს დამსახურებულ გამარჯვებას ეროვნულ ჩემპიონატში !