2007 წლის 5 მაისს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა უმასპინძლა ქუთაისის ”ტორპედო”-ს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-0.
იმერული დერბი ზესტაფონელი ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. პირველი ბურთი ქუთაისელთა კარში პირველი ტაიმის დასაწყისშივე ზესტაფონელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟილვან გომეს ვიეირამ გაიტანა. შეხვედრის მე-59-ე წუთზე ზემოიმერელთა უბერებელმა გოლეადორმა ზურაბ იონანიძემ ეროვნულ ჩემპიონატებში 198-გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა -2-0.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქუთათურებთან მატჩი გახლდათ მე-400-ე შეხვედრა, რომელიც ჩაატარეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა - 1991-1998 წლებში უმაღლეს ლიგაში ქალაქის ღირსებას საფეხბურთო კლუბი ”მარგვეთი” იცავდა, 2001-2003 წლებში ტრადიცია ”მეტალურგ”-მა გააგრძელა, 2004 წლის შემდეგ კი მარგვეთის ეპარქიის ცენტრის ღირსებას ქვეყნის უმთავრესს საფეხბურთო ტურნირში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” იცავს .
აქვე სტატისტიკის მოყვარულებს ვთავაზობთ ცხრილს, რომლიდანაც შეგიძლიათ შეიტყოთ თვითოეული კლუბის წვლილის შესახებ საფეხბურთო ზესტაფონისათვის ამ მეტად საპატიო ციფრის მიღწევის საქმეში.