2007 წლის 27 აპრილს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი სტუმრობდა თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ამერ”-ს. მატჩი დასრულდა ფრედ ანგარიშით 1-1.
მატჩი ზესტაფონელი ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის უკვე მეექვსე წუთზე მასპინძლები მდევრის როლში აღმოჩნდნენ - გიორგი ჭელიძის გადაცემის შემდეგ ანგარიში ”ზესტაფონი”-ს ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟილვან გომეს ვიეირამგახსნა , რითაც უზომოდ გაახარა მატჩზე მრავლად მყოფი იმერელი გულშემატკივარი . ზესტაფონელებს ჰქონდათ რამოდენიმე შესაძლებლობა იმისა, რომ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გაეხადათ, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს, ხოლო მე-60-ე წუთზე კი მასპინძელთა გულშემატკივარის გახარების ჯერიც დადგა - ძალიან სწრაფად გათამაშებული კომბინაცია გატანილი გოლით დიმიტრი ტატანაშვილმა დააგვირგვინა, შედეგად ფრე - 1-1.