21.04.2007

 

გამარჯვება აუტსაიდერთან ...

 

2007 წლის 21 აპრილს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა უმასპინძლა გორის საფეხბურთო კლუბ ”დილა”-ს და დაამარცხა იგი დიდი ანგარიშით 4-1.

მატჩი ზესტაფონელი ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. პირველი ბურთი ქართლელთა კარში პირველი ტაიმის მიწურულს ზურაბ იონანიძემ გაიტანა. შეხვედრის მე-57-ე წუთზე ედსონ ოლივეირა დოს სანტოსი ანგარიშს ორამდე ზრდის . ამის შემდეგ თავისი სიტყვა გოგა ფიფიამაც თქვა - ზესტაფონელთა ახალგაზრდა თავდამსხმელმა 52-ე წუთზე მესამედ დაამწუხრა გორელთა გოლკიპერი რევაზ თევდორაძე . მანვე 79-ე წუთზე ვერ შესძლო 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის რეალიზება, რის შემდეგაც სტუმრებმა მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანა. თუმცა 84 -ე წუთზე ჟონატას ოლივეირა ტორესმა ანგარიშში სამბურთიანი სხვაობა აღადგინა - 4-1 .

 

21/04/2007- "ზესტაფონი"- “დილა” - 4-1

დაწვრილებით

 

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005