17.04.2007

 

დიდი ნაბიჯი ფინალისკენ ...

 

მიმდინარე წლის 17 აპრილს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა შინ ბათუმის ”დინამო”-ს უმასპინძლა და დაამარცხა იგი ანგარიშით 4-0.

მატჩის ბედი გაირკვა პირველივე ტაიმის მე-20-ე წუთისათვის, ამ დროისთვის მასპინძლები იგებდნენ ანგარიშით 3-0. ანგარიში მატჩის მე-4-ე წუთზე ზესტაფონელთა ნახევარმცველმა ნიკოლოზ კვასხვაძემ გახსნა, გოგი ფიფიამ მე-9-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა, მანვე შეხვედრის მე-20-ე წუთისათვის ანგარიშში სხვაობა დიდამდე გაზარდა. სტუმართა რბევა კი 65-ე წუთზე იმერელთა უბერებელმა თავდამსხმელმა ზურაბ იონანიძემ დაასრულა.

ნახევარფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები 1 მაისს გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

17/04/2007- "ზესტაფონი"- “დინამო” (ბთ) - 4-0

დაწვრილებით

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

 

 

   
FC ZESTAFONI © 2005