წაუგებელი სერია გრძელდება...
მიმდინარე წლის 13 აპრილს გაიმართა საქართველოს მე-18-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩი ს.კ. ”ზესტაფონ”-სა და თბილისის ”დინამო”-ს შორის. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
მატჩი ზესტაფონელთა უპირატესობით დაიწყო, მათვე შეხვედრის 17-ე წუთზე შეძლეს ანგარიშის გახსნა - ზურაბ იონანიძემ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა გიორგი ჭელიძე და 0-1. გაშვებული გოლის შემდეგ შეხვედრის სადავეები ხელთ დინამოელებმა იგდეს - სანდრო იაშვილმა ლამაზი თაურით ანგარიში საყაიმო გახადა, ხოლო გიორგი ფეიქრიშვილმა მასპინძლები დააწიანურა - 2-1.
შეხვედრის მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად, ფიცხელ ბრძოლაში მიმდინარეობდა. სანდრო იაშვილს შეეძლო დინამოელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გაეხადა, თუმცა მან ვერ შეძლო 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის რეალიზება. შეხვედრის მეორე კომპენსირებული წუთი კი სტუმართათვის ბედნიერი გამოდგა - შეცვლაზე შემოსულმა ბექა გოცირიძემ ლამაზი დარტყმით მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2-2.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზესტაფონელთა წაუგებელი სერია თბილისის ”დინამო”-სთან გამართულ მატჩებში შეადგენს მთელ 9 შეხვედრას :
1. 14 .02.2005, 2004-2005 წ. თასის გათამაშების 1/8 ფინალი, ”ზესტაფონი”-”დინამო” 1-0
2. 12.03.2005, 2004-2005 წ. ჩემპიონატი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 0-1
3. 08.05.2005, 2004-2005 წ. ჩემპიონატი, ”ზესტაფონი”-”დინამო” 0-0
4. 20.08.2005, 2005-2006 წ. ჩემპიონატი, ”ზესტაფონი”-”დინამო” 1-0
5. 07.03.2006, 2005-2006 წ. თასის გათამაშების 1/4 ფინალი, ”ზესტაფონი”-”დინამო” 1-0
6. 11.03.2006, 2005-2006 წ. ჩემპიონატი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 2-2
7. 18.03.2006, 2005-2006 წ. თასის გათამაშების 1/4 ფინალი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 0-0
8. 23.09.2006, 2006-2007 წ. ჩემპიონატი, ”ზესტაფონი”- ”დინამო” 1-0 .
9. 13.04.2007, 2006-2007 წ. ჩემპიონატი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 2-2
საინტერესოა , რომ უკანასკნელად თბილისის დინამოელებმა შეძლეს ს.კ. ”ზესტაფონი”-ს დამარცხება 2004 წლის 9 დეკემბერს.
|
13/04/2007- “დინამო” (თბ) - "ზესტაფონი"- 2-2 |
დაწვრილებით |
|