2007 წლის 7 აპრილს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის 19-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა უმასპინძლა ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამო”-ს და დაამარცხა იგი დიდი ანგარიშით 4-0.
მატჩი ზესტაფონელი ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. პირველი ბურთი ზღვისპირელთა კარში, ჟილვან ვიეირას მშვენიერი ჩაწოდების შემდეგ, მატჩის მე-3-ე წუთზე შალვა ღონღაძემ გაიტანა. შეხვედრის მე-22-ე წუთზე გაგა ჩხეტიანის პასის შემდეგ ნიკოლოზ კვასხვაძე ანგარიშს ორამდე ზრდის . ამის შემდეგ თავისი სიტყვა გოგა ფიფიამაც თქვა - ზესტაფონელთა ახალგაზრდა თავდამსხმელმამე-60-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით მესამედ დაამწუხრა ბათუმელთა გოლკიპერი გოგიტა სომხიშვილი . 64 -ე წუთზე კი კიდევ ერთი ბურთი სტუმართა კარში ნიკოლოზ კვასხვაძემ გაიტანა - 4-0 .