07.04.2007

გაბონელი ახალწვეული საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ში.

 

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გააფორმა კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელთან - 22-წლის ახალწვეულის სახელია პოლ ულრიკ კესანი. გაბონის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო სამი წლის მანძილზე დაიცავს.

ორიოდე სიტყვით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ლეგიონერის შესახებ:

პოლ ულრიკ კესანი- ნახევარმცველი; დაბ: 16/04/1985; სიმაღლე - 177 სმ, წონა - 69 კგ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-თან კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: "ევიზო” (გაბონი) - 1997 - 1999; ” უ.ს.მ.” (გაბონი) - 1999 -2005; ”FC105” (გაბონი) - 2006 ; ”რუბი” (ესპანეთი) - 2006-2007.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, პოლ ულრიკ კესანიმ უკვე 39 - ჯერ იასპარეზა გაბონის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, სადაც 4-ჯერ მოახერხა გაბონელთა მეტოქეთა კარის დალაშქვრა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005