ამხანაგური მატჩი თბილისში .
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა, რომელიც სეზონის განახლებისათვის ქალაქ თბილისში ემზადება, 2007 წლის 26 მარტს გამართა ამხანაგური მატჩი თბილისის საფეხბურთო კლუბ ”მერან” -თან და დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 5-1.
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა იასპარეზა შემდეგი შემადგენლობით: ჭანტურია ( ჯალაღონია, 75), ღონღაძე, თოდუა, სანტოსი, კ.ჩხეტიანი (ვიეირა, 45), დოღონაძე (ლეანდრო, 75), კესანი, ნოზაძე, ჩოხელი (ჟონატასი, 45), ლეანდრო (ფიფია,45), იონანიძე (გ.ჩხეტიანი, 45) .
შეხვედრა წარიმართა იმერელთა აშკარა უპირატესობით, მათვე მატჩის მე-20-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს, გოლი გუნდის დებიუტანტის არმაზ დოღონაძის ანგარიშზეა. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს მერანელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. პირველი ტაიმი ფრედ - 1-1 დასრულდა . მეორე ტაიმში კი მარგველებმა ნამდვილი საგოლე ფეერია მოუწყვეს თბილისელ ფეხბურთელებს: შალვა ღონღაძემ 57-ე და 86-ე წუთებზე, ჟილვან ვიეირამ 62-ზე და ლეანდრო ტემპორინმა 85-ზე ანგარიში 5-1 გახადეს.
|