საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გააფორმა კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელთან - 25-წლის ახალწვეულის სახელია ლეანდრო ტემპორინ როშა. იტალიური წარმომავლობის ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელმაც გუნდთან ერთად თურქული შეკრებაც გაიარა, იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.
ორიოდე სიტყვით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ლეგიონერის შესახებ:
ლეანდრო ტემპორინ როშა - თავდამსხმელი; დაბ: 15/01/1982; სიმაღლე - 180 სმ, წონა - 79 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-თან კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში:"მეცი” (საფრანგეთი) - 1999 - 2001; ”ანდერლეხტი” (ბელგია) - 2001 -2002; ” პალესტრა” (ბრაზილია) - 2003; ”ჟუვენტუსი” (ბრაზილია) - 2004, 2006 ; ”პაისანდუ” (ბრაზილია) - 2005; ” სიანორტე” (ბრაზილია) - 2006; ” ზესტაფონი ”- 2007