17.03.2007

საფეხბურთო ფიესტა ზესტაფონში .

 

2007 წლის 17 მარტს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის 17-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა ტურის ცენტრალურ მატჩში უმასპინძლა ქვეყნის 2004 წლის ჩემპიონს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯია”-ს და დაამარცხა იგი გამანადგურებელი ანგარიშით 5-0.

მატჩი მარგველი ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. პირველი ბურთი ვეტერინართა კარში, საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად, შეხვედრის მე-13-ე წუთზე როინ ონიანმა გადაგზავნა. ამის შემდეგ გოგა ფიფიამ გაიბრწყინა- ზესტაფონელთა ახალგაზრდა თავდამსხმელმა 19-ე, 28-ე და 74-ე წუთებზე სამჯერ დაამწუხრა თბილისელთა კარის დარაჯი გრიგოლ ბედიაშვილი. 50-ე წუთზე კი კიდევ ერთი ბურთი სტუმართა კარში შეცვლაზე ახლადშემოსულმა ალექსი ბენაშვილმა გაიტანა. შედეგად, 5-0 და სრულფასოვანი რევანში პირველ წრეში განცდილი მარცხისათვის.

 

17/03/2007- ”ზესტაფონი” - ”ვიტ-ჯორჯია” -5-0

დაწვრილებით:

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005