19.04.2012

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამერვე ტურის მატჩი

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 19 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამერვე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” დუბლიორები საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” მეორე გუნდს თბილისელთა ბაზაზე ესტუმრნენ.

 

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მამალაძე (მახათაძე, 46), ჭანტურიშვილი, რობაქიძე, თევდორე გრიგალაშვილი, გაგოშიძე, შარვაძე (ფირუზაშვილი,46), გაჩეჩილაძე, სამუშია, გუგუჩია (ღირდალაძე, 76), ლომია (შილაკაძე, 59), ხუჯაძე (კვერნაძე, 53).

 

 

მასპინძლები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ - მიმდინარეობდა შეხვედრის 6-ე წუთი, როდესაც სტუმართა მცველების უყურადღებობით კარგად ისარგებლა დინამოელმა ვაჟა მათიაშვილმა და იმერელთა კარი უპრობლემოდ დალაშქრა.

 

14-ე წუთზე ბერდია შარვაძის წინააღმდეგ დინამოელმა სანდრო რეხვიაშვილმა იუხეშა და მატჩი არბიტრმა ირაკლი ურუშაძემ დამნაშავეს მოედანი დაატოვებინა. ამის შემდეგ ინიციატივას ზესტაფონელები დაეუფლნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს თბილისელთ კართან და ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრეს კიდეც - 41-ე წუთზე ლუკა გუგუჩიას საჯარიმო დარტყმას გოლი მოჰყვა.

 

მეორე ტაიმი კი დინამოელთა ახალგაზრდა ფორვარდის ვაჟა მათიაშვილის ბენეფისად იქცა - პირველ ტაიმში გატანილ გოლს მან 53 -ე და 83-ე წუთებზე გატანილი კიდევ ორიც დაამატა და მატჩის ბედი თავის გუნდის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ერთადერთი, რის გაკეთებაც დარჩენილ დროში ზესტაფონელებმა მოახერხეს, 88-ე წუთზე ოთარ კვერნაძის მიერ გატანილი გოლი გახლდათ. მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 3-2.

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005