დუბლიორთა ტურნირის ოცდამეშვიდე ტურის მატჩი
2012 წლის 11 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეშვიდე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორებმა მარტვილის ”მერანის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მამალაძე (გიორგაძე, 46), ხიდეშელი, კობახიძე (კვერნაძე, 58), ბენაშვილი (ჯიქიძე, 46), რობაქიძე, შარვაძე, გაჩეჩილაძე, სამუშია (გუგუჩია, 46), ჭანტურიშვილი, წინამძღვრიშვილი, ლომია (ოვონიკოკო, 46).
ზესტაფონელ და მარტვილელ დუბლიორთა დღევანდელი დაპირისპირება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბაზაზე გაიმართა, სასიამოვნოა, რომ დღევანდელ შეხვედრაში, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ზესტაფონელთა მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა ლუკა გუგუჩიამ.
თავად შეხვედრას რაც შეეხება, ის მასპინძელთა ძალიან დიდი უპირატესობით წარიმართა და ანგარიში უკვე 5-ე წუთზე რატი წინამძღვრიშვილმა გახსნა. პირველი ნახევრის დარჩენილი წუთები ზესტაფონელთა შეტევებში გაილია, თუმცა ტაიმის
ბოლომდე მარგველებმა
წარმატების განვითარება ვეღარ მოახერხეს.
სამაგიეროდ, მეორე ტაიმში ზესტაფონელებმა ნამდვილი "საგოლე ფოიერვერკი" მოაწყვეს სტუმართა კართან. დღევანდელი მატჩი ზესტაფონელთა გუნდში ახლახან მოსული ფორვარდის ოთარ კვერნაძეს ბენეფისად იქცა, რომელმაც 60-ე, 64-ე, 71-ე და 78-ე წუთებზე გატანილი გოლებით "პოკერიც" გაიფორმა და 83-ეზე კი საგოლე გადაცემაც მიითვალა - იომი ოვონიკოკოს დარტყმა აუღებელი გახლდათ. ზესტაფონელთა გამარჯვენა დიდი ანგარიშით 6-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|