08.04.2012

 

 

 

 

 

ზესტაფონელები მსოფლიოს საკლუბო რეიტინგში

ქართველეთაგან წინ მხოლოდ "ზესტაფონი" მიიწევს ...

 

 

 

 

 

 

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საიტმა (www.iffhs.de) მარტის თვის შედეგებით პლანეტის 400 საუკეთესო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა. ეს რეიტინგი ყოველთვიურად ქვეყნდება და მასში კლუბების მიერ საერთაშორისო არენაზე, ეროვნულ ჩემპიონატსა და თასზე ნაჩვენები შედეგებია გათვალისწინებული...

 


სასიამოვნოა, რომ ამ ავტორიტეტული საფეხბურთო საიტის აზრით, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სისტემატიურად განიხილება პლანეტის უძლიერეს კლუბებს შორის. ასე, 2012 წლის მარტის თვის რეიტინგში, წინა პერიოდთან შედარებით, იმერულმა კლუბმა პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა და ბერძნულ “აეკთან” ერთად, 165-166-ე პოზიციებს ინაწილებს. წინა თვეში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” 174-ე ადგილზე იყო.

 

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საკმაო ავტორიტეტის მიუხედავად, ამ რეიტინგის შემქმნელთა ობიექტურობას, შესაძლოა, კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სავსებით ლოგიკურად გამოიყურება ის, რომ მსოფლიო საკლუბო რეიტინგს სადღეისოდ პირენეული ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალი” უდგანან სათავეში...

 

რაც შეეხება ”ზესტაფონს”, www.iffhs.de-ს რეიტინგის თანახმად, იმერული კლუბი უსწრებს ისეთ სახელოვან გუნდებს, როგორებიცაა: იტალიური ”ჯენოა” და ”ფიორენტინა”, ფრანგული ”სენტ-ეტიენი” და ”ოსერი”, გერმანული ”ვერდერი” და ”შტუტგარტი”, ინგლისური ”ნიუკასლი” და ”სანდერლენდი”, ესპანური ”სევილია”, "ესპანიოლი" და ”მალიორკა”, რუსული ”სპარტაკი” და ”დინამო”, უკრაინული ”დნიპრო” და ”კარპატი”, თურქული ”გალათასარაი”, ბრაზილიური "კრუზეირო" და სხვა ...

 

სასიამოვნოა, რომ 400 საუკეთესო კლუბს შორის, ზესტაფონელთა გარდა, კიდევ ორი ქართული კლუბი ფიგურირებს - თბილისის "დინამო" 108-ე პოზიციაზე არიან, ხოლო რუსთავის ”მეტალურგი” სადღეისოდ 206-ე ადგილზეა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, წინა თვესთან შედარებით, რეიტინგში პოზიცების გაუმჯობესება მხოლოდ ზესტაფონელებმა მოახერხეს.

 


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005