06.04.2012

 

 

 

 

 

პირველი მარცხი მიმდინარე წელიწადში

 

 

 

 

 

 

2012 წლის 6 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეექვსე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ”ზესტაფონმა” გორის საფეხბურთო კლუბ ”დილას” უმასპინძლა.

 

ახალი წლის დადგომის შემდეგ "ზესტაფონი" ოფიციალურ შეხვედრაში პირველად დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონს მარცხი განცდილი სულ 3 შეხვედრაში აქვს და აქედან ორში იმერლები სწორედ გორის საფეხბურთო კლუბმა "დილამ" (თანაც ორივეჯერ საშინაო არენაზე!) სძლია.

დღევანდელი შეხვედრის საწყის წუთებში სტუმრები სულ რაღაც ორჯერ გადავიდნენ მოედნის მეტოქის ნახევარზე და აქტიურობის ორივე ეს მცდელობა გატანილი გოლებით დასრულდა - მასპინძელთა კართან 5-ე წუთზე დანიშნული კუთხური საჯარიმოში ჩაწოდებითა და გიგა ბეჭვაიას გოლით დასრულდა, ხოლო 21-ე წუთზე როინ კვასხვაძის საჯარიმოში შექმნილი არეულობით უკვე გოჩა ხოჯავამ ისარგებლა.

29-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის გადაცემის შემდეგ ჯაბა დვალმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და პირველი ნახევრის დარჩენილი წუთები მასპინძლეთა უპირობო უპირატესობით წარიმართა - ზესტაფონელები განუწყვეტლივ უტევდნენ და გორელთა კართან რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა სტუმართა გოლკიპერ მარიან სკენდერის კარის აღება ტაიმის დასრულებამდე ვერაფრით მოხერხდა.

მეორე ტაიმი ნერვიული გამოდგა... 57-ე წუთზე მათე ვაწაძემ როინ კვასხვაძეს მაღალი ბურთისათვის ბრძოლა მოუგო და მესამედ აიღო მასპინძელთა კარი. მანამდე ანგარიშის გათანაბრების დიდებული შესაძლებლობა ჰქონდა თორნიკე გორგიაშვილს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში კარში დარტყმას მან პარტნიორისათვის პასის გადაცემა ამჯობინა და მომენტიც დაიკარგა. გორელთა გოლიდან ხუთ წუთში (62-ე წუთზე) ჯაბა დვალმა ანგარიში კიდევ ერთხელ შეამცირა და მასპინძლებს თამაშის გადარჩენის იმედიც გაუჩნდათ. ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობები ჯაბა დვალს, შოთა გრიგალაშვილს, თემურ ღონღაძეს, იომი ოვონიკოკოს (მან მარგველთა რიგებში დღეს სადებიუტო მატჩი გამართა) მიეცათ, მაგრამ ბურთი ჯიუტად აარ შედიოდა სტუმართა კარშ. შეხვედრის მიწურულს ზესტაფონელები პენალტის დანიშვნასაც ითხოვდნენ, მაგრამ მატჩის არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ ეპიზოდი სხვაგვარად შეაფასა. შედეგად, იმერლებმა მიმდინარე ჩემპიონატში გორელებთან მეორე მატჩი წააგეს - 2-3.

 

06.04.2012 - ”ზესტაფონი” - ”დილა” (გორი) 2-3

დაწვრილებით:

 

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ისევ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავს. 10 აპრილს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასისი გათამაშების პირველი ნახევარფინალურ შეხვედრაში მარგველები რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” უმასპინძლებენ.

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005