დუბლიორთა ტურნირის გადადებული მატჩი
2012 წლის 30 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამესამე ტურის გადადებული მატჩი. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდმა გორის ”დილას” დუბლიორებს უმასპინძლა.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თედო გრიგალაშვილი (შარვაძე, 46), რობაქიძე, ბენაშვილი, ჯიქიძე, გაჩეჩილაძე, ბერაია (ჯუღელი, 62), სამუშია (ჭანტურიშვილი, 46), რაჟამაშვილი (ღირდალაძე, 60), ოვონიკოკო (ხუჯაძე, 72), ლომია.
ზესტაფონელ და გორელ დუბლიორთა დღევანდელი შეხვედრა, რომელიც 17 მარტს უნდა გამართულიყო და იმერეთში მოსული დიდთოვლობის გამო გადაიდო, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბაზაზე გაიმართა. მასპინძელთა რიგებში ამჯერადაც იასპარეზეს ტრავმამოშუშებულმა აბაიომი ოვონიკოკომ და ალექს ბენაშვილმა. მათ იმერული კლუბის პირველი გუნდის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა დაუმშვენა მხარი და წინა შეხვედრის მსგავსად, ზესტაფონელებმა ისევ ძალიან საინტერესო შემადგენლობით იასპარეზეს.
თავად შეხვედრა მარგველთა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმში მასპინძლები ბევრს უტევდნენ, თუმცა გორელთა კარის დალაშქვრა თამაშის ამ მონაკვეთში მასპინძელთათვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. სამაგიეოროდ, მეორე ტაიმის დებიუტშივე (48-ე წუთზე) საბა ლომიამ მოახერხა თავის გამოჩენა და საკუთარი გუნდის დაწინაურება...
სასიამოვნოა, რომ რუსთაველებთან გამართული მატჩის ფონზე უფრო აქტიური გახლდათ იომი ოვონიკოკო, რომელსაც მეტოქე გუნდის კარის აღების ორი კარგი შესაძლებლობაც მიეცა, თუმცა ორივე ეპიზოდში მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ გორელთა გოლკიპერი. შედეგად, ზესტაფონელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|