2007 წლის 6 მარტს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის XVII-ე გათამაშების განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” შინ დაუპირისპირდა ს.კ. ”ბორჯომ”-ს.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის მანძილზე გადაუღებლად წვიმდა,მატჩს დაესწრო 5 000- მდე გულშემატკივარი. ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა უკვე მე-11-ე წუთზე შესძლეს დაწინაურება - გატანილი გოლი იმერული კლუბის ახალწვეულის გაგა ჩხეტიანის ანგარიშზეა . ზესტაფონელები ამის შემდეგაც ფლობდნენ მატჩის სადავეებს, თუმცა გატანილ გოლებში საკუთარი უპირატესობის ასახვა ვერ მოახერხეს.
შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ალეკო კოშკაძემ მოულოდნელი შორეული დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შესძლო. ბორჯომელები ეცადნენ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალებას, თუმცა ზესტაფონელებმა მატჩი მშვიდად ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და ”ზესტაფონ”-ს თასის ნახევარფინალურ სტადიაში საგზური გაუნაღდეს.