დუბლიორთა ტურნირის ოცდამეოთხე ტური
2012 წლის 22 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეოთხე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” დუბლიორები საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” მეორე გუნდს მუხრანში ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, საცერაძე, შარვაძე, რობაქიძე, ჯიქიძე, ფირუზაშვილი, გაჩეჩილაძე (ეგუტიძე, 86), ჯუღელი, ჭანტურიშვილი (გოგინაშვილი, 78), ლომია, ხუჯაძე (ღირდალაძე, 83).
საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” და ”ზესტაფონის” დუბლიორთა დაპირისპირება სოფელ მუხრანში, გაგრელთა ბაზის საფეხბურთო მოედანზე გაიმართა.
ძლიერი ქარის აკომპანემენტით თანაბარ ბრძოლაში წარმართული შეხვედრის პირველი ნახევარი სახიფათო მომენტების სიმრავლით ნამდვილად არ გამოდგა დასამახსოვრებელი. მეორე ტაიმის დებიუტი კი სტუმართათვის წარმატების მომტანი გამოდგა - 55-ე წუთზე საბა ლომიას ფლანგზე გარღვევასა და კარის ხაზის გასწვრივ გაკეთებულ გადაცემას დავით ხუჯაძის გოლი მოჰყვა.
ანგარიშში დაწინაურების შემდეგ ზესტაფონელებმა ძალიან უსიამოვნო ტრადიციას არ უღალატეს და მეტოქეს მატჩის შემოტრიალებას საშუალება უკვე მერამდენედ მისცეს. ახალგაზრდა გაგრელმა ფორვარდმა თამაზ ჯიშკარიანმა, 73-ე და 83-ე წუთებზე გატანილი გოლებით გაფორმებული დუბლის წყალობით, მატჩის ბედი თავის გუნდის სასარგებლოდ გადაწყვიტა - მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 2-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |